ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი და კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ წასასვლელად ემზადებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხოვნით, დაახლოებით, 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
კოლონა, სიმბოლურად, წალენჯიხიდან სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ჯანაშიასთან ერთად დაიძრა.
,,ასი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ეს დღე აუცილებლად შევა მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას თუ რუსული ავტორიტარიზმის გზას. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქე ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების პოზიცია და თხოვნა, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.










