თბილისის გრანდ სლემზე, 90 კილოგრამის წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა. ბექაური, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
ოქროს მედალი გრანდ სლემზე მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმაც.










