ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში მე-12 კლასელი გარდაიცვლილი იპოვეს.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის საბა ყიფშიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს”,- წერს სოციალურ ქსელში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.










