BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Crocus City Hall-ზე თავდამსხმელებიდან სულ მცირე ორი პირი მოკლულია. ერთი საკონცერტო დარბაზში, ხოლო მეორე – ბრიანსკის რაიონში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი ფერის რენოს მარკის მანქანა გააჩერეს.
როგორც BBC წერს, მათ აქვთ ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცის პასპორტის ასლი და ის ტაჯიკეთის 30 წლის მოქალაქეა – “ჩვენ ვიცით მამაკაცის სახელი, მაგრამ არ ვაქვეყნებთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მისი ოჯახი ინფორმირებულია” – წერს მედიასაშუალება.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 11 პირია დაკავებული.










