“ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში, სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. ეხლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება.ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი და ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ ამ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებებს, მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა” – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ EU-ს განცხადების საპასუხოდ
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...










