„რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას შემდეგი – იპოვეს და დააკავეს ტერაქტში ოთხივე უშუალო დამნაშავე, ყველა, ვინც ესროლა და მოკლა. დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარეს მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფანჯარა მოამზადეს. სულ 11 ადამიანი დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტების თანამზრახველების იდენტიფიცირებასა და გამოვლენაზე: ვინც მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, მოამზადა იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა
ქუთაისში ავარია მოხდა
მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.










