მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. თავდაპირველად დასახელებული იყო 12 დაღუპული და 35 დაჭრილი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი.
ქუთაისში ავარია მოხდა
მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.










