28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლოს საერთაშორისო დღეა. ფართომასშტაბიან კამპანიას საქართველოც შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკრინინგ აქცია მოეწყო. აღსანიშნავია ისიც რომ 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა პაციენტებისთვის. ელიმინაციის პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება და ახლი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში , საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით .
“დაზარალებულს 49 500 ლარის ზიანი მიადგა” – დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით...









