LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში

ქუთაისი ევროკავშირიდან 30 000 ევროს გრანტს მიიღებს კულტურული აქტივობების განსახორციელებლად

დაპოსტა 2024/03/19-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირმა საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს  კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 000 ევრო გადასცა. ევროკავშირის პროექტმა EU4Culture, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი გადასცა თითოეულ ჩამოთვლილ რეგიონულ მუნიციპალიტეტს: ქუთაისს და ფოთს საქართველოში, ჩარენცავანს და სევანს სომხეთში, ორჰეის მოლდოვას რესპუბლიკაში. თითოეული გრანტის მიმღები, EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრები არიან. გაცემული გრანტები მიზნად ისახავენ პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. აღნიშნული 5 მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. ახლადმიღებული გრანტები, მათ, კულტურის განვითარების სტრატეგიის გარკვეული კომპონენტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

2024 წელს, საქართველოს მუნიციპალიტეტები მიღებულ გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად  გამოიყენებენ.

ქუთაისი „საჯარო ხელოვნების ფესტივალს” ივლისში გამართავს. ღონისძიების მთავარი მიზანია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერება და   მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაციაა საჯარო ინსტალაციების, პერფორმანსებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

ფოთის მუნიციპალიტეტი სექტემბერში განახორციელებს ღონისძიებას, სახელწოდებით „ფოკუსში: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი”, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. აღნიშნული აქტივობები ქალაქში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.

დაინტერესებულ მხარეებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტები, განვითარების ახალი შესაძლებლობებით, ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს. როგორც EU4Culture-ის „რეგიონული ქალაქების ქსელის“ წევრები, აღნიშნული მუნიციპალიტეტები, კულტურის განვითარების სტრატეგიების განხორციელების საკუთარ გამოცდილებას  გაუზიარებენ სხვებს, როგორც ქსელის შიგნით, ასევე მის გარეთ.

„საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების დეცენტრალიზებული განვითარება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, გააძლიეროს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ახალი შესაძლებლობებით. ევროკავშირის მხარდაჭერა EU4Culture-ის მიერ იქნება რეგიონული ქალაქების წახალისება, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი ადგილობრივი ხელოვნებისა და კულტურის პოტენციალის რეალიზებაში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე”, განაცხადა მარია სტოგოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture აგრძელებს ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გაცემულმა მხარდაჭერის პაკეტმა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონებში შესაძლოა განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა წაახალისოს, რაც მათ რეგიონებში კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობას შეუწყობს ხელს” – აცხადებს EU4Culture პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანატოლი ბაიფერტი.

___

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 574 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.18%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

„ელჭექი, სეტყვა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს”- კაია კალასი

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
მთავარი

თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"