რუსეთში პუტინის ფორმალური, სამდღიანი არჩევნები დასრულდა . ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა.
საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ.
ასევე, რუსეთის ბევრ ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.










