LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

ფურთხით შენდება გამოდის ეს კორპუსები და მიეწყობა დომინოს პრინციპით ერთმანეთს მიწისძვრის დროს! – რას წერს თეა გოდოლაზე

დაპოსტა 2024/03/07-ში
A A
118
ნახვა
გაზიარება

,,ფურთხით შენდება გამოდის ეს კორპუსები და მიეწყობა დომინოს პრინციპით ერთმანეთს მიწისძვრის დროს!”  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სეისმოლოგი თეა გოდოლაძე წერს და ამბობს რომ თბილისი საშიში ქალაქია.

,,ძალიან ბევრი მოქმედი ინჟინერ-კონსტრუქტორი მაღლივი კორპუსების მშენებლობისას იყენებს 1999 წლის მონაცემს 0.17g-ს თბილისისათვის. უბედურება ისაა, რომ ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლად ბოლომდე არ ესმის და ყბადაღებული საბჭოთა 8 ბალით ანაცვლებს უკრაინულ პროგრამა “ლირა”-ში. მეტი შორს ვერ წავედით🤦‍♀️. თან მშენებელმა თუ სთხოვა, ლამის ანახევრებს მონაცემს! ბეტონი და არმატურა რომ დაზოგოს!

10-ზე მეტი სართულისთვის, მხოლოდ 0.17g -ზე დათვლა დანაშაულია ქართული კანონმდებლობითაც კი! გავიგე, გეოლოგიურ დასკვნებში დაიწყო ჩახედვა მერიამო, ჩახედვა ერთია, რას დაინახავ მეორე. ეს საკითხი არის მკაცრად გასაკონტროლებელი! ეს არის საინჟინრო სეისმოლოგია და გეოლოგიურ დასკვნაში ეს არ შედის. ფურთხით შენდება გამოდის ეს კორპუსები და მიეწყობა დომინოს პრინციპით ერთმანეთს მიწისძვრის დროს! გაიხსენეთ თურქეთის, სომხეთის ტრაგედია. ვაი ინჟინრები ნუ გამოხტებით ბალებით, თორემ საბჭოთა ჩამორჩენილ ლუზერებს გიწოდებთ და გეწყინებათ! გოდოლაძე ხიხიო მერე დაიწყებთ!

2019 წელს ტრეინინგი ჩავატარეთ ამ საკითხთან დაკავშორებით. 5 ინჟინერი ესწრებოდა სულ. ტრეინინგის ფულიც ძლივს ვიშოვეთ, ვიმათხოვრე რასაც ჰქვია. სიმართლეს რომ გეუბნებით, ნუ გწყინთ, ჩემი გამოგონილი კი არაა, (იუთუბში დასერჩეთ ლექციები, მაგრამ ინგლისური უნდა იცოდეთ, რუსულად არაფერია!) მსოფლიო სტანდარტია და ჩემი ლანძღვით ცოდნა არ მოგემატებათ!

P.S. საშიში ქალაქია ეს თბილისი, ძალიან საშიში.

კიდევ P.S. ქართული კანონმდებლობაც მოძველებულია. ზოგიერთი პარლამენტარი ჩემი ლანძღვით რომაა დაკავებული, ამას მიხედოს სჯობს. ჩემი ციხეში გამოკეტვით მხოლოდ, ადამიანების სიცოცხლეს ვერ გადაარჩენთ!

ახალგაზრდა ინჟინრების თაობას ვთხოვ, ხმა აიმაღლონ, საქმე ადამიანების უსაფრთოებას ეხება, ასე ცხვრებივით არ უნდა მივყვეთ დინებას.” – წერს თეა გოდოლაძე.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა  ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და...

დაწვრილებითDetails

რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს...

დაწვრილებითDetails

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მთავარი

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან,...

დაწვრილებითDetails

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი. დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების...

დაწვრილებითDetails

“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და...

დაწვრილებითDetails

ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
ბათუმში მე-16 სართულიდან ლიფტის მოწყვეტას მსხვერპლი მოჰყვა
მთავარი

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. "ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ცხრა პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"