უკვე დანგრეული კაფე “სავანეს” შენობის დემონტაჟზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
როგორც კაფე “სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ მათ სხვა მოლოდინი არც ქონიათ და ბრძოლას შემდეგ ინსტაციაში გააგრძელებენ.
ძმები ტურაბელიძეების თქმით საქართველოში სასამართლოს ყველა საფეხურს გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ. წავალთ
ცნობისთვის, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე ”სავანეს” შენობა, ქუთაისის მერიამ გასული წლის დეკემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაანგრია.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე “სავანე” თითქმის 30 წლის განმავლობაში იდგა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90-იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.










