ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო, ასე გადაწყვიტა სამყარომ, ჩემი მოკვლა – სოფელ საზანოში ტრაგიკულ შემთხვევას გადარჩენილი გოგონა, მამასა და დას ემშვიდობება.
3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში, ჩანჩქერთან ტრაგედია დატრიალდა. ჭიათურიდან, სოფელ საზანოში ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან ლიზი რობაქიძესთან სტუმრად იყვნენ. ჩანჩქერზე, სადაც ბავშვები ლიზი რობაქიჩის მამასთან ერთად იმყოფებოდნენ. ექსკურსიის დროს ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი დაიღუპა. უბედურ შემთხვევას ლიზი რობაქიძის და ანა რობაქიძე გადაურჩა, რომელიც რამდენი დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა.