LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ მინდოდა ასეთი კატეგორიული ვყოფილიყავი-მეუფე საბა

არ მინდოდა ასეთი კატეგორიული ვყოფილიყავი-მეუფე საბა

დაპოსტა 2024/03/03-ში
A A
141
ნახვა
გაზიარება

ხონი სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა მეუფე საბა საკვირაო ქადაგებაში სხვა საკითხებთან ერთად, ეკლესიის მიმართ არსებულ გამოწვევებზე და პრეზიდენტის განცხადების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ქადაგებიდან.

,,სახარება გვასწავლის, რომ ყოველი ხელმწიფება არის ღვთისაგან და თითოეულ ჩვენთაგანს მართებს მორჩილება, მაგრამ იმ დრომდე, იმ მომენტამდე, ვიდრე ხელისუფლის საქციელი, მისი დამოკიდებულება, გამონათქვამი არ ეწინააღმდეგება ეკლესიურ სწავლებას და არ შეურაცხყოფს ეკლესიას, მის იერარქებს და ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროს.

ვფიქრობ, რომ ის, რაც გაჟღერდა ამ დღეებში, ამ ყველაფრის, ამ ჩამონათვალის დარღვევაა, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო და შევეწინააღმდეგო ყოველგვარ გამოვლინებას ეკლესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც 46 წელი ბრძნულად მართავს ჩვენს ეკლესიას და არა მარტო ეკლესიას, ის ეხმარება ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვიაროთ ბეწვის ხიდზე და ამ ურთულეს დროს, არ მივიღოთ ის მავნე და მახინჯი ცხოვრების წესი, რომელსაც ჩვენ გვიჩიჩინებენ სხვადასხვა უცხო ქვეყნებიდან და რომელსაც ემსახურებიან სამწუხაროდ, არ მინდოდა ასეთი კატეგორიული ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ემსახურება ჩვენი პრეზიდენტიც და მისი გარემოცვა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ეკლესიის მოწინააღმდეგე ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფი ადამიანებიც, რომლებიც ალბათ ფულზე, თუ სხვა რამეზე იყიდებიან და არაფრად დაგიდებენ ეკლესიის ლანძღვას გინებას, შევიწროებას. მის სურვილებს განადგურებისა, გაუქმებისა და ახლის შექმნისა და ა. შ.

თამამად შეიძლება ისაუბრო და თქვა, რომ ასეთ ადამიანებს არც წარსული აინტერესებს ეკლესიისა, არც დღევანდელობა და არც მომავალი. მათ უნდათ , რომ ყველა ინსტიტუცია და მათ შორის, ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუციაა საქართველოში და რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საეკლესიო წესებით არ ცხოვრობს, მაგრამ მაინც მხარს უჭერს და თვლიან, რომ ის არის ერთადერთი ინსტიტუცია -ეკლესია პატრიარქი და ღვთისმსახურები, როგორი დარღვევებიც არ უნდა იყოს ეკლესიის წიაღში, ის არ არის ისეთი, რომელიც მას ხელს უშლის ამ მოვალეობის შესრულებაში და ხალხი თვლის, რომ ეს ინსტიტუცია არის განმსაზღვრელი, ჩვენი ქვეყნის წარსულისაც, დღევანდელობისაც და მომავლისაც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუციას გაუცნობიერებლად, თავისი იდიოტური შეფასებებით ხელს შეუშლის ის არის მტერი ამ ეკლესიისა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა გაუჭირდებათ, მოცუნცულდებიან პატრიარქთან, მიუხედავად იმისა, რომ ის არის მოხუცი, ხანდაზმული და როგორც ახლა ბრძანებს ქალბატონი პრეზიდენტი, რომ არის უძლური მართოს ეკლესია დღევანდელი თანამედროვე წესებით და თითქოს ჩარჩენილია ძველ დროში, მოცუნცულდებიან და ხშირად ყურში ჩასჩურჩულებენ პატრიარქს, რომ ისინი მისი ერთგულები არიან, ძალიან უყვართ, პატივს სცემენ, იზიარებენ მის გამონათქვამებს, აღიარებენ მის პიროვნებას და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც წარდგებიან იქ, საიდანაც იმართებიან, ეკლესიას მშვენივრად ლანძღავენ და თვლიან რომ პატრიარქი უკვე მოხუცდა და უნდა შეიცვალოს, უნდა მოვიდეს პრო ევროპულად მოაზროვნე პატრიარქი და ეკლესიაში უნდა იყოს პრო ევროპულად მოაზროვნე სამღვდელო პირები. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეკლესიაში არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება არც პრო ევროპულად, არც პრო რუსულად, არც პროამერიკულად და არანაირ ,,პროდ” მოაზროვნე პატრიარქი, ეკლესიის მმართველი ორგანო და ეკლესიის შემადგენლობა. საქართველოს ეკლესიაში ყოველთვის აზროვნებდნენ ქრისტიანულად, ქრისტეს მოძღვრებით, იმ წესებით და იმ კანონებით, რომელიც თვით, უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა ამ ეკლესიაში და გეტყვით, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია მთელ მსოფლიოში, ევროპაში და სხვაგანაც, რომელსაც არასდროს არ გადაუხვევია ქრისტეს სწავლებისთვის და არასდროს არ გადაუხვევს, როგორი პრეზიდენტიც არ უნდა გვყავდეს, როგორი არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა გვყავდეს, როგორი ხელისუფალი არ უნდა მოვიდეს, როგორი ოპოზიციაც არ უნდა გვყავდეს. როგორ უნდა შეცვალონ ადამიანის ბუნება და იმაზე მეტი რა უნდა შეცვალონ, რაც კომუნისტებმა გააკეთეს. ამაზე უარესს ვერაფერს იზამთ და ნუ იქნებით

იდეოლოგიურად კომუნისტებზე უარესი ადამიანები, მიუხედავად ამისა საქართველოში ქართველი ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლიან და მას ვერ გადაახვევინებენ იმ რწმენისაგან, იმ სწავლებებისაგან, რომელიც იესო ქრისტემ დაადგინა და ეს არის ის სწავლება, რომელიც არ მოძველდება, რომელიც ყოველდღიურად ეხმიანება და იზიარებს იმ თანამედროვეობასაც კი, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება . ეს არის ის სიბრძნე, რომელიც არის ამოუწურავი და რომელსაც ადამიანის გონება, როგორი განათლებაც არ უნდა მიიღოთ თქვენ, ვერასდროს ვერ მიწვდება არათუ, თქვენ წმინდა მამებიც კი , ამ ამოუწურავ სიბრძნეს ბოლომდე ვერ ჩაწვდნენ, იმიტომ რომ ეს არის თვით ღმერთის მიერ დადგენილი და ადამიანს აქვს შესაძლებლობა ამ ამოუწურავ სიბრძნეზე უსასრულოდ იფიქროს და უსასრულოდ განვითარდეს, არა მხოლოდ ამ ქვეყნად ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდგომ.

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"