თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში 3 ადამიანი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გადავარდა, მის დასახმარებლად წყალში კიდევ რამდენიმე ადამიანი გადახტა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაშველებმა ამ დროისათვის სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ირკვევა, მოხერხდა ერთი პიროვნების გადარჩენა.










