LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება

hands texting with mobile phones in cafe

მოქალაქეები სარეკლამო SMS–ებს კვლავაც მიიღებენ – რა პრობლემაა კანონში

დაპოსტა 2024/02/29-ში
A A
752
ნახვა
გაზიარება
1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი შედის ძალაში, თუმცა, მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განცხადებით, კანონი ხარვეზიანია და მისი აღსრულების რეალური ბერკეტები არ არსებობს.

მათი განმარტებით, ახლადამოქმედებული კანონი ხარვეზებს შეიცავს და მისი აღსრულების რეალური მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, სარეკლამო SMS–ებს აბონენტები კვლავაც მიიღებენ.

  • უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი ქართული კომპანიების უმრავლესობა SMS მარკეტინგისთვის ქირაობს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომლებიც რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ათასობით შეტყობინებას ავტომატურად აგზავნიან. შესაბამისად, უცხოური პროვაიდერების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ინსპექტორი მათ სანქცირებას ვერ შეძლებს. რეკლამის დამკვეთები კი, სააბონენტო მონაცემებს თავად არ ამუშავებენ და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა მათ ვერ დაეკისრებათ.
  • ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად, SMS რეკლამის მიმწოდებლებს და ზოგადად, ალფანუმერული შეტყობინებების პროვაიდერებს სპეციალური რეგისტრაცია მოეთხოვებათ. თუ ისინი რეგისტრირებულნი არ არიან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს არ აქვთ უფლება, გაატარონ მათი SMS გზავნილები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათი რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რაც კანონის აღსრულებას უზრუნველჰყოფს. საქართველოში ასეთი რეგისტრაცია ალფანუმერული SMS–ების მიმწოდებლებს არ მოეთხოვებათ და შესაბამისად, მათი გზავნილებიც შეუზღუდავად ვრცელდება.
  • საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და ა.შ.შ.–ში მოქმედებს სპეციალური რეესტრი, სადაც აბონენტებს შეუძლიათ აღრიცხონ თავიანთი ნომერი და ყველა კომპანიას ერთდროულად აუკრძალონ მასზე ყოველგვარი სარეკლამო SMS–ის გაგზავნა. თუ კომპანიები რეკლამას გაუგზავნიან ამ ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტს, ისინი სანქციებს ექვემდებარებიან. საქართველოში კი, მომხმარებლებს მოუწევთ თითოეული კომპანიის რეკლამაზე ცალ–ცალკე განაცხადონ უარი და ხშირ შემთხვევაში, ამას, ზემოთ აღწერილი ხარვეზების გამო, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
  • ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. „წყნარი საათების“ წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საღამოს საათებიდან დილის 9 საათამდე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აკრძალულია. საქართველოში ასეთი აკრძალვა არ არსებობს და ზოგჯერ, მომხმარებლები სარეკლამო გზავნილებს ღამის საათებშიც კი ღებულობენ. ამას ისიც განაპირობებს, რომ რეკლამის პროვაიდერები ხშირად საზღვარგარეთ, განსხვავებული დროის სარტყელში ოპერირებენ. ღამის საათებში რეკლამის გაგზავნა შესაძლოა, აგრესიულ და არასამართლიან კომერციულ პრაქტიკად ჩაითვალოს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მკაფიო რეგულაციები ამ მხრივაც არ არსებობს.

მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა პეტიცია 1000 მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც ამ სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას მოითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლებისაგან არსებითი პასუხი არ მიგვიღია.

გაზიარება301

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"