16 წლის ქუთაისელი თეონა მეგენეიშვილის თავისუფალ ჭიდაობაში, 23 წლამდელთა შორის 50 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. თეონა ერთადერთი და პირველი ქალი მოჭიდავეა ქუთაისის ისტორიაში.
საქართველოს პირველობა ჭიდაობაში 27-28 თებერვალს გორში ჩატარდა.
თეონა მეგენეიშვილი გვიყვება თუ რას ნიშნავს მისთვის ეს სპორტი და გამარჯვება. გოგონა თანატოლებს საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.
“ამ სპორტით დავინტერესდი 13 წლის ასაკში, თუმცა მალევე შევწყვიტე, ქუთაისში მოჭიდავე გოგონების არ არსებობის გამო. სწორედ იმიტომ დავბრუნდი, რომ ქალთა როლი გამეზარდა სპორტულ სფეროში. ჩემი მოღვაწეობის ერთწლიან კარიერაში მრავალ ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს ჩემპიონობაა. თავისუფალი ჭიდაობა ჩემთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს, სადაც ყოველდღე ვსწავლობ რაღაც ახალს და ვიზრდები. მინდა მომავალშიც გავაგრძელო წარმატებული ასპარეზობა, გავცდე საქართველოს საზღვრებს და ვასახელო ჩემი ქვეყანა. თანატოლ გოგონებს კი ვურჩევ, რომ სხვისი აზრის მიუხედავად არ დათმონ საკუთარი ინტერესები და ბოლომდე იბრძოლონ საკუთარი მიზნების მისაღწევად.” – ამბობს თეონა მეგენეიშვილი.
ახალგაზრდა სპორტსმენი ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის ჭიდავის დარბაზში ვარჯიშობს. მისი მწვრთნელია გიორგი გაფრინდაშვილი.










