რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში აცხადებს რომ ნავალნის პირველ მარტს, მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მისივე თქმით, პანაშვიდი 14:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება. მან ხალხს მოუწოდა ადრე მივიდნენ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ.










