28 თებერვალი ძიუდოსა და სამბოს ლეგენდის ,დავით ხახალეიშვილის დაბადების დღეა
დავით ხახალეიშვილის სპორტული კარიერა 80 – იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1988 წელს დავითმა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მომდევნო წელს, 18 წლის ასაკში, მან უკვე დიდებში მოიპოვა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედალი. იმავე წელს ახალგაზრდებში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 1990 წელს მის ანგარიშზე სამი საერთაშორისო ტურნირის (თბილისი, პერმი, პარიზი) ოქროს მედალი იყო. 1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო. 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ აწონვაზე დაიგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს. დავით ხახალეიშვილი ჯენმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2021 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.
დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...










