“კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული. ეს არ არის მხოლოდ ციფრებით ასახული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც ამ პარტნიორობით შეიცვალა და ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში” | აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი
დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...










