პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წელს გასაყიდად 114 ქონებაა გამოტანილი. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით ყველაზე იაფად ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მდებარე 1321.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ღირებულება 36 500 ლარია.
ხუთეული კი ასე გამოიყურება:

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე იაფად, ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში მდებარე 2612.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ფასი 18 000 ლარია.

სიიაფის მიხედვით, მეორეა ახალქალაქის რაიონში, სოფელ ვაჩიანში არსებული 15905.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1, N2(დანგრეული), N3, N4, N5, N6, N7, N8 შენობა-ნაგებობები. დოკუმენტის მიხედვით, ქონება 29 000 ლარად იყიდება.

30 000 ლარად იყიდება სენაკში, სტალინის ქუჩაზე მდებარე 3880.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

ხოლო, 31 500 ლარად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგაშენში არსებული 25056.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (დანგრეული).

სიიაფის მიხედვით, ხუთეულში ბოლო ადგილზეა ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მდებარე 1321.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულება 36 500 ლარია.
ცნობისთვის, პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.










