საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები ნატოს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომელიც გააკეთა გენერალურმა მდივნმა ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ნატოს მხრიდან და ასევე ცხადყოფს იმ შედეგებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გენერალურ მდივანთან, სადაც ასევე ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც ნატოსთან გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსთვის, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაუვუახლოვდეთ ნატოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ნატოს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. ჯერ ადრეა საუბარი დეტალებთან მიმართებით, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც საიუბილეო სამიტია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც აქვთ საქართველოსა და ნატოს, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...
დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს. ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ...
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგული ბიჭის კვალი გაქრა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...
ვერძი აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...
,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...