“ჩემი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში და არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმები და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მიუხედავად იმ შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი- მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20%ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ” | აღნიშნა კობახიძემ
რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება
სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...










