გაუსაძლისი ხმაური მტვერი და გამონაბოლქვი გვაწუხებს. ასთმის გამო ვერ გავჩერებულვარ სოფელში. ამას შეეწირა ჩვენი სოფლის მოსახლე – თერჯოლის სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობას, მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოს მიერ შექმნილ, გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. როგორც “მეგა ტვ”-ს ადგილობრივი უყვება არაერთი თხოვნის მიუხედავად პრობლემა არ მოგვარდა.
“სახლიდან 500 მეტრში არის მანგანუმის გადამამუშავებელი საწარმო, საიდანაც გაუსაძლისი ხმაური მტვერი და გამონაბოლქვი გვაწუხებს! 15 წელი ემიგრანტი ვარ და მთელი ეს წლები შევალიე სოფლის სახლის აშენებსს რომ დაბრუნებულმა მშვიდად ვიცხოვრო სოფელში, ამის საშუალება კი არ მომეცა. შეწუხებულია მოსახლეობაც, არაერთხელ მიმართეს დირექციას და შეპირდნენ რომ, გამოასწორებენ მდგომარეობას, მაგრამ ამაოდ. დთე და ღამე 24/7 ასეთი მდგომარეობაა, არც შაბათ-კვირა, არც დღესასწაულები, არაფერი ამათ არ აჩერებთ. რაიონის გამგებელს ვუთხარით და ჩვენ არ გვეხებაო.მ ერე ქუთაისში მივედი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე და მითხრეს, ჩვენ სხვა დარგის ზედამხედველები ვართო და გადაგვამისამართეს ბალახვანში და ვეღარ მოვასწარი იქ მისვლა, რადგან გავდიოდი საქართველოდან!! ეხლა ჩემი შვილია სოფელში შვებულებით და მითხრა რო მიაკითხავს !!! მაგრამ არ ვიცი იქაც რას უპასუხებენ. მე პერიოდულად ჩამოვდივარ, ხშირად, ასე რომ ვთქვათ საქართველოში და ასთმის გამო ვერ გავჩერებულვარ სოფელში. მუშებიც ყურში საცობებით მუშაობენ ისეთი გაუსაძლისი ხმაური და ზუზუნია და ამას შეეწირა ჩვენი სოფლის მოსახლე 35 წლის ბიჭი, რადგან დაცობილი ყურებით ვერ გაიგონა ტრაქტორის ხმა და ნიჩაბით აკუწა ტრაქტორმა. განუკითხაობაა.” – ამბობს მარინა ყაველაშვილი “მეგა ტვ”-თან.










