ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული კონსულტირების ვორქშოპი გაიმართა.
ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართულ ღონისძიებაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება კიბერსაფრთხოების კურსდამთავრებულებმა შექმნან უკეთესი განვითარებისა და დასაქმების პოტენციალი, გაზარდონ საქმიანი და პროფესიული კონტაქტები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ინფორმაცია უახლესი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ.










