“44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად. რატო შემოუყვანეთ,ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ყავდათ,ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი .მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო.ასეც მოიქცნენ,გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.
ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა.” – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეძებ” დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე.
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე რამდენიმე წელია საქართველოში ბავშვების უკანონო გაშვილებების იკვლევს. მის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ არაერთ ოჯახს აპოვნინა ერთმანეთი. თამუნა მუსერიძე იმ უკანონის წინააღნდეგ იბრძვის რაც ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს სამშობიაროებში იყო გაბატონებული. თამუნა მუსერიძე, მისი საქმიანობისთვის, BBC- მ მსოფლიოს გამორჩეული ქალების ასეულში დაასახელა.










