LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს-დეკანოზი გიორგი მამალაძე

მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს-დეკანოზი გიორგი მამალაძე

დაპოსტა 2024/02/20-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

“შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის.
მადლობა ჩემს ოჯახს 7 წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს,
მადლობა ჩემს უფლებადამცველებს: მია ზოიძეს, ქეთი ჩუთლაშვილს, ეკატერინე ლომიძეს, თამარ ავალიანს, მარიამ პატარიძეს ,გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს, სულხან კომახიძეს, პაატა მეხრიშვილს, დავით ჯანდიერს,რაულ აგიკიანს, ასევე ნიკა გვარამიას, რომელსაც ჩემი უფლებების დაცვისა საპატიმროში ჩემი მონახულებისთვის N8 პენიტ. დაწესებულების დირექტორმა ზ.ქინქლაძემ ორგანიზებული “შუმოკი” მოუწყო მძიმე შეურაცხყოფით. განსაკუთრებული მადლობა თავგანწირვისათვის მეუფე პეტრეს, შეუპოვარ ადამიანს. ასევე, მადლობა მხარდაჭერის, დახმარებისა და გამბედაობისათვის იმ სასულიერო პირებსა და იერარქებს, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ საპყრობილეში. მათ სახელობითად არ ჩამოვთვლი, რათა მავანთა გულისწყრომის ობიექტად არ იქცნენ. მადლობა სახალხო დამცველებს უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და ალექსანდრე იოსელიანს, მადლობა სახ. დამცველის აპარატის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს გვანცა ჩხაიძეს, საბა ბრაჭველს,ალდონა ქაშიბაიას და სხვებს. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” და ალ. ცქიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოც.სამართლიანობის ცენტრს” და თამთა მიქელაძეს,
არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს. ორგანიზაციებს “ღია საზოგადოებას” და “მართლმსაჯულების კოალიციას”. უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავის წლიურ ანგარიშებში ჩემი საკითხისადმი არაერთგზის ყურადღების გამახვილებისთვის, ასევე USAID-სა. მადლობა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას ჩემი უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მედიის მიმართ: მადლობა ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს,ეკა მიშველაძეს,დიანა ტრაპაიძეს,ანუნა ახალაიას, ანა მდივანს,ნატა ქაჯაიას და “TV პირველის” მთელ გუნდს. მადლობა გიორგი თარგამაძეს,ვახტანგ სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილს თამარ ბაღაშვილს, დავით ქაშიაშვილს და “ფორმულას” გუნდს. მადლობა გიორგი გაბუნიას, თეა ადეიშვილს, დეა მამისეიშვილს,გიგლა თუმანიშვილს და “მთავარი არხის”გუნდს მადლობა ნინო ჯანგირაშვილს, დავით აქუბარდიას, მარიამ ლომაძეს და “კავკასიის”გუნდს. მადლობა ნიკა გვარამიას დროინდელ “რუსთავი 2”-სა და ნათია კაპანაძის დროინდელ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს”. მადლობა ელისო კილაძეს და მის გუნდს. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, მადლობა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს: ლელა ჯეჯელავას, ნონა მამულაშვილს, არმაზ ახვლედიანს, თაკო ჩარკვიანს, ელენე ხოშტარიას, ირმა ნადირაძეს, ცოტნე გამსახურდიას, გიგი უგულავას, ზურა ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, არჩილ ხაბაძეს, რომეო და ნიკა ფარულავებს, გოჩა მირცხულავას, ვლადიმერ ნარსიას, გიორგი ტიგინაშვილს, გოჩა ბარნოვს. მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის მიმართ – გამწარებული მამისა, რომელმაც მიუხედავად ენით გამოუთქმელი ტრაგედიისა მყარად შეინარჩუნა კეთილშობილება და მუდმივად სიკეთისა და ვაჟკაცობის კარნახით მოქმედებს. ამასთანავე, მინდა მადლიერება და პატივისცემა დავუდასტურო ემიგრანტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელინიც ღიად თუ ფარულად მგულშემატკირვრობდნენ ან უბრალოდ სჯეროდათ ჩემი უდანაშაულობის. აქვე, მინდა შენდობა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისი სახელიც უნებლიეთ ან მწირი ინფორმაციის ქონის გამო გამომრჩა.
დასასრულს, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე – არა სანახაობა, არამედ – სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს” | დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

“რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება”- კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"