საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. „სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა-ხელშეწყობა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.










