LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი – თინა ბოკუჩავა

ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი – თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2024/02/19-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, უნდა განვავითაროთ და გავზარდოთ ქუთაისის აეროპორტი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს IT ტექნოლოგიების მოწინავე ქალაქი, რომელიც შექმნის ძალიან ბევრს მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილს.

„ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კლანის სასარგებლოდ. დღეს ადამიანებს უკეთესი მომავლის საძიებლად საზღვარგარეთ უწევთ წასვლა. ეს ყველაფერი აუცილებლად ერთად უნდა შევცვალოთ. მხოლოდ 2021 წელს 30 000-მა საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მოითხოვა თავშესაფარი. ასი ათასი ადამიანი წავიდა მხოლოდ 2021-2022 წლებში და რამდენი ადამიანია წასული იმერეთიდან, ქუთაისიდან?!

მე მინდა გკითხოთ, იცნობთ თუ არა ერთ ოჯახს მაინც, საიდანაც ერთი ოჯახის წევრი მაინც არ არის წასული საზღვარგარეთ? მე ვიცნობ ასეთ ოჯახებს და მინდა, რომ თქვენც მითხრათ. როდესაც ადამიანები, ოჯახის წევრები, დედები, მამები, შვილები მიდიან იმისთვის, რომ ელემენტარული საკვები ჰქონდეთ ბავშვებს და არ შიოდეთ სკოლაში, ეს რეალობა უნდა შევცვალოთ, უნდა დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში. დედებს არ უნდა ჰქონდეთ ასეთი მძიმე არჩევანი გასაკეთებელი ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ქუთაისს ძალიან განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს გულსა და ჩვენი ქვეყნის ძალიან ნათელ ევროპულ მომავალში. ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ასევე, ქუთაისის აეროპორტი აუცილებლად უნდა განვავითაროთ და გავზარდოთ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ეს იდეა დაიბადა თავის დროზე, როგორ ქილიკით საუბრობდა ამაზე ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ახლა კი თავს იწონებენ ქუთაისის აეროპორტით, თითქოს ეს მათი იდეა იყოს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ წარსულზე, მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ქუთაისის აეროპორტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ქუთაისი უნდა გახდეს IT ტექნოლოგიების მოწინავე ქალაქი, ქუთაისს ეს ისტორიული როლიც ჰქონდა და ახლა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ შეუძლია ეს როლი გამოიყენოს. ეს შექმნის ძალიან ბევრ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშო ადგილს იმისთვის, რომ ქუთაისელები იყვნენ აქ, არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ და აქ იყოს სწორედ დიდი შანსი და პოტენციალი თქვენთვის, თითოეული ქუთაისელისათვის, ბავშვებისთვის, რომ ქუთაისი მართლაც იყოს რეგიონის ცენტრი და ჩვენი ქვეყნის განვითარების ცენტრი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"