რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში არ შეუშვეს. ინფორმაცია ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშა გაავრცელა .
“ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს” – წერს ის X-ზე და დასძენს რომ მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, სად არის ნავალნის ცხედარი.
ერთი მიზეზი, რის გამოც ნავალნის გუნდს უნდა სხეულის ნახვა, არის დაზიანებების აშკარა გარეგანი ნიშნების შემოწმება. ჯერ უცნობია ჩატარდა თუ არა გაკვეთა.








