საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერები შეგროვდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი,მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელთან, სოფო ჯაფარიძესთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა.
როგორც მათ განაცხადეს, ბოლო დღეებიწ განვითარებულმა მოვლენებმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელი და მნიშვნელოვანიქ, რადგან ის პუტინის პირადი ტყვეა.
მათივე თქმით, გამომდინარე იქიდან რომ, პუტინი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელებს არაერთხელ ავლებდა, აუცილებელია სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, 1 მარტს კი ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.








