თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს.
24 წლის კაცი თბილისში 17 თებერვალს დაჭრეს. მოგვიანებით ის კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია ესროლეს. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.










