არასამთავრობო სათემო ორგანიზაცია “რუბიკონმა, სამხატვრო გალერეა “ვარლაში”, პროექტის „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლების და ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციართა პროფესიული განვითარება და დასაქმება” ფარგლებში, ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ასევე გაიმართა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით, დაფუძნებული მრავალპროფილიანი სოციალური საწარმოს პრეზენტაცია. ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სოციალური საწარმოს შესაძლებლობების, ადამიანური თუ მატერიალური რესურსების, დასახული მიზნებისა და პოტენციალის შესახებ. ღონისძიებას პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები; ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნესის წარმომადგენლები, ფონდები, ჩანაცვლებითი თერაპიის საიტების ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ










