მეშვიდე დღეა, რაც მეწყერი ჩამოწვა რიონის ხეობაში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრი ვიდეოს ვარლამ გოლეთიანი ავრცელებს.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთ პოსტს აქვეყნებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე
“მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად “მოედინება” ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე. იმდენად დენადია, რომ გზის გაწმენდის შემდეგ მოდის და რასაც ჰქვია “ჩაედინება” რიონშიო ადგილობრივები ამბობენ. შუქი არ არის, იმიტომ რომ ბოძებს გათხიერებილ მიწაში ვერ ამაგრებენ. ეს რუკა სპეციალურად დავდე. ზემოთ ლაჯანუროს წყალსაცავია. რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა, მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს.”
მომაწოდა ეს ჩანაწერი. ალპანისკენ მიმავალი გზა. რიონის ხეობა. სოფლებს გზა და შუქი არა აქვს. ნამოხვანის კაშხალი უნდა ყოფილიყო აქ – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში და ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს.











