მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება:
“ეს წუთია დავამთავრე მიმოწერა ერთერთ ტელეგრამ არხთან. ამფიტამინი შევუკვეთე. სად მოგაწოდოთო. ქალაქი მივუთეთი. 31 წუთში იქნებაო…
პრობლემა მაქვს. ვერ გავიგე სად გადავურიცხო თანხა.:)))) მწერს usdt ore btc ( ეს უკანაკნელი გავიგე ვითომ და ახლა პირველზე ვკითხულობ რა ჯანდაბაა ეს? “ფეხს” უნდა ჩავუსაფრდეეე:))))
OMG, ეს რა საგიჟეთში ვცხოვრობთ თურმე…
ვის შემჩივლო SOS!!!SOS!!! SOS!!! დავიბენი და აღარ ვიციიი((((((((((
ჯოჯოხეთი ჩვენშია!!!” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ენდი ძიძავა.
მის პოსტს კომენტარებში თეიმურაზ მაჩიტაძე ეხმაურება:
“თავს იზღვევს ანუ საბანკო ანგარიში რომ მოგცეთ ვინმეს უნდა ეკუთნოდეს , ამიტო ღებულობენ გადახდას კრიპტო ვალუტებში , მარტივ ენქზს რომ გითხრათ ვირტუალური ფული და ღებულობს ვირტუალურ საფულზე .
მართლა გნებავთ შეძენაა? იმას თუ ფიქრობთ რომ იქ ჩაუსაფრდებით და ნახავთ ვინ არის ძალიან ცდებით რადგან წინასწარ ხდება განთავსებები უკვე უდევს საღაც და იმ ადგილის კორდინატებს იძლევიან , ამიტომ ეხლა მაგის შეძებით ვერაფერს ვერ შეცვლით სამწუხაროდ , მხოლოდ ტყუილად გადაყრით ფულს . ყველაზე მარტივად გასარკვევი თემაა , ყველამ იცის თუ სად უფრო ტრიალებენ ნარკომანები იმ ადგილზე ბევრი კამერები და მარტივად გაირკვევა სად ნახულობენ . ქუთაისში თეატრის უკაბ ჰქონიათ ადგილები და ზასტავაზე კიკვიძის პარკში მალავენო, წესით ეგ ორივე ადგილი დაკამერებულია და უნდა იცოდნენ“










