ქუთაისში, მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მაღაზიას გარშემომყოფები რუსულ მაღაზიად მოიხსენიებენ. როგორც “მეგა ტვ”-ს მოქალაქემ განუცხადა მაღაზიაში პროდუქტის დასახელებები და ფასები რუსულადაა მითითებული.
“მოკლედ ქუთაისში ცენტრალური მწვანე ბაზარის, კარფურის მოპირდაპირედ, ლერმონტოვის ქ. არის გახსნილი მაღაზია, რომელშიც მომიწია შესვლა. იქ დგას რუსის ქალი, მყიდველებიც რუსები, პროდუქციის დასახელება და ფასებიც რუსულად და რომ ვკითხე, რატომ არ არის ქართულად-მეთქი პასუხმა გამაოგნა, ეს რუსული მაღააზიაო. შემდეგ თავი ძლივს შევიკავე მეთქი საქართველოში რუსკი მირი მოიტანეს ამ უნამუსოებმა. 122 კი იცი რა გვითხრა, თუ ჩხუბი არ არის ჩვენ არ გვეხებაო. ესე იგი თუ კანონი ირღვევა და თან ამას აკეთებენ ჩამოთრეული ოკუპანტები მთავრობას ფეხებზე კიდია და ხალხმა უნდა იომო მერე კი ჩვენივე მთავრობა ჩვენ დაგვადანაშაულებს.” – ამბობს “მეგა ტვ”-თან მოქალაქე.
როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი, მაღაზია, ლუდის ბარის ფუნქციასაც ითავსებს. ობიეტქი ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მისი მფლობელი რუსია, პროდუქცია კი ვლადიკავკაზიდან შემოაქვთ.













