LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა სანქციები და ჯარიმები წესდება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით – კანონმდებლობა მკაცრდება

რა სანქციები და ჯარიმები წესდება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით – კანონმდებლობა მკაცრდება

დაპოსტა 2024/02/13-ში
A A
201
ნახვა
გაზიარება

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: – ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი – საქმიანობის სტანდარტების დადგენას.

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: – შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის:

  • ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭიროსამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნებისდარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა)სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
  • ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: – შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.

კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში – 300 ლარის ოდენობით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.

კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;

მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით;

მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის:

  • შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირისდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარულიდაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა დარეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500ლარის ოდენობით;
  • ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითითავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის,კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობადადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარისოდენობით;
  • ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახოტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერმუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოსმონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია, როდის მონათლავს შიო მე-3 საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვებს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „20:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია – მედია

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს
მთავარი

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის...

დაწვრილებითDetails

14 წლის გოგო მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს – მედია

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინგორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს. mak.ge-ს ცნობით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი...

დაწვრილებითDetails

სიახლეებია მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაჯავშნის თარიღები იცვლება და ადგილები ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, სააგენტოს ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის...

დაწვრილებითDetails

“არ ვა­პი­რებ­დი ამ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბას, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს” – მო­ქა­ლა­ქე ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
“არ ვა­პი­რებ­დი ამ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბას, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს” – მო­ქა­ლა­ქე ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს
მთავარი

მო­ქა­ლა­ქე ედი­ტა და­ნე­ლი­ა­ნი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კერ­ძო ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ის ამ­ბობს, რომ აქვს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ ბავ­შვს". ედი­ტა და­ნე­ლი­ა­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს. "არ...

დაწვრილებითDetails

მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილით სხვა მოძრავ ავტომობილებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი ავტომანქანით მტკვარში გადავარდა. „შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ათეულობით გარდაცვლილი – ებოლას აფეთქება, გამოცხადდა კრიზისული მდგომარეობა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
მთავარი

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ჯან­მო) კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ებო­ლას ცხე­ლე­ბის აფეთ­ქე­ბა კრი­ზი­სუ­ლად აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მომ­დევ­ნო სამ თვე­ში 115 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით კრი­ზის­ზე...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5685 შემთხვევა აღირიცხა

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5685 შემთხვევა აღირიცხა
მთავარი

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში რეაგირებისთვის 2024-2025 სასწავლო წელს სულ 5924 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2025-2026 სასწავლო წელს (14 მაისის მდგომარეობით) – 5685 შემთხვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"