ბაღდათში, ნერგეეთის სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ერთი ოჯახის 4 წევრს, მამასა და სამ შვილს დღეს დაკრძალავენ.
მე-9 კლასელი ტყუპი დების, ანასა და ქეთის, მათი მე-11 კლასელი ძმის დათასა და მათი მამის პანაშვიდი ბაღდათის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
გუშინ ბაღდათში დაკრძალეს სტიქიის დროს გარდაცვლილი ასაკოვანი დედა-შვილი.
ტრაგედია ბაღდათში, 7 თებერვალს, ღანის ორი საათისთვის დატრიალდა. მეწყერის შედეგად ჩამოშლილმა ფერდმა 4 სახლი და 9 ადამიანი მოიყოლა. სტიქიას ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც ქუთაისში, კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.










