გამოცემა The Hollywood Reporter-ის კრიტიკოსებმა 2019 წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელეს. ანტირეიტინგის სათავეში რეჟისორ აარონ ვუდლის ანიმაცია „არქტიკული სამართლიანობა“ აღმოჩნდა.
კრიტიკოსების აზრით, მულტფილმის ცუდ რეიტინგზე გამხმოვანებლების ცუდმა შერჩევამ იმოქმედა, ვინაიდან ფილმის სამიზნე აუდიტორია მათ თითქმის არ იცნობს.
მეორე ადგილზე ტომ ჰუპერის კინომიუზიკლი „კატები“,
მესამეზე კი „იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსი“ გავიდა.