მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ელოდებიან, რომ საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისის მოიწვევს.
9 თვე გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არ ეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელს კამპანიას და პროცესს, რომელიც ნელ-ნელა უკვე იწყება.
არსებითი იქნება სადამკვირვებლო მისიების როლი, ველოდებით საქართველოს მთავრობის მოწვევას ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაზე. ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მუშაობენ არჩევნებზე, მონიტორინგზე, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე”- აცხადებს ჰერჩინსკი.










