კალიფორნიელმა მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, ახალშობილი დიდი თეთრი ზვიგენი გადაიღეს | ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს
გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა კადრები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გადაიღეს, თუმცა ახლახან მიხვდნენ რომ დაფიქსირებული არსება ახლად დაბადებული დიდი თეთრი ზვიგენია.
“ჩვენ გავადიდეთ კადრი, შევანელეთ ვიდეო და მივხვდით, რომ ზვიგენის კანის ფენა თეთრი ფერის იყო… ვფიქრობ, ეს ახალშობილი თეთრი ზვიგენია, რომელიც კანის ცვლილების პროცესს გადის” | ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი.
მისივე თქმით, ახალშობილი თეთრი ზვიგენი ბუნებაში აქამდეც შეუმჩნევიათ, თუმცა მისი ვიდეოზე ან ფოტოზე ასახვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა










