LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას მოითხოვენ

დაპოსტა 2024/01/30-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია.

მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

„29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე. მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“, –

ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“; „საფარი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „ღია სივრცე კავკასია“; „უფლებები საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"