LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა – “საერთაშორისო გამჭირვალობა”

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა – “საერთაშორისო გამჭირვალობა”

დაპოსტა 2024/01/30-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. TI-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

კორუფციის აღქმის ინდექსი ჯამში 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

TI ასევე წერს, რომ აღსანიშნავია ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება:

“საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი “დაბრუნება” აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში,” – ნათქვამია ანალიზში.

როგორც TI აცხადებს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების წელია, რაც  კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ინსტიტუციების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით და ორგანიზაცია შემდეგ რეკომენდაციებზეც საუბრობს:

  • უზრუნველყოფილ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. ის უნდა აღიჭურვოს გამოძიების უფლებით და შეიცვალოს მისი უფროსის არჩევის წესი, რათა პრემიერმინისტრის ნაცვლად, ის დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემიდან წავლენ არაკეთილსინდისიერი და სანქცირებული მოსამართლეები;
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გატარდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და საჯარო დაწესებულებები გათავისუფლდეს ოლიგარქიული გავლენისგან;
  • გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ კორუფციის კონტროლი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
  • ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საგამოძიებო მედიის მუშაობას, როგორც ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის განუყოფელ ნაწილს.

ცნობისთვის, “კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, “გლობალ ინსაითის” ქვეყნების რისკის რეიტინგი, “ფრიდომ ჰაუსის” ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი “დემოკრატიის ვარიაციები”, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ
მთავარი

5 აპრილს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
მთავარი

ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს შინ ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს. ბზობის ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა...

დაწვრილებითDetails

ოქრო ისევ ძვირდება -რა ღირს ერთი გრამი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს. ამასთანავე,...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - 20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც აპრილში დიდი სიურპრიზი ელის

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც...

დაწვრილებითDetails

სად უნდა შევიძინოთ ბზა, შეიძლება თუ არა მისი შეძენა სხვას ვთხოვოთ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"