LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლებაც და სიტყვის თავისუფლებაც- მეუფე იაკობის ქადაგება 27.01.2024

დაპოსტა 2024/01/28-ში
A A
45
ნახვა
გაზიარება

27.01.2024

ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი. მეუფე იაკობის სადღესასწაულო ქადაგება

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ამ დიდ დღესასწაულს, ჩვენი დიდი დედის, წმ. ნინოს ხსენებას.

გაიხარეთ ყველა და წმ. ნინო შეგეწიოთ თითოეულ თქვენთაგანს, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ძალიან საინტერესოა ჩვენი ქართლის ბედი, საქართველოს ბედი.

უფალმა, რა თქმა უნდა, ყველა ერი შეიყვარა, ყველა უყვარს და ალბათ ყველა ერი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულად შეიყვარა და ეს უფლის დიდი სიყვარულის შედეგია, რადგან უფალს განუსაზღვრელად უყვარს ყველა, მაგრამ ჩვენი ბედნიერებაა ის, რომ უფალმა დედაღვთისას დაავალა, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვყოლოდით .

შემდეგ იყო ანდრია პირველწოდებული. მაგრამ ხელახლა გახდა საქართველოს მოქცევა საჭირო და მოავლინეს წმ. ნინო.

წმ. ნინო იყო პატარა გოგონა. შევხედოთ ჩვენს დღევანდელ ბავშვებს. იმ ასაკში წმინდა ნინო რომ იყო და როგორ ვეპყრობით მათ.

წმ. ნინო წამოვიდა და ჩამოაღწია ჩვენამდე. ღმერთმა გადაარჩინა იგი, იმიტომ რომ რა ქვეყნებიც გამოიარა ყველა ამოწყვიტეს.

ერთი, წმ. ნინო მოვიდა ჩვენამდე. შემოვიდა საქართველოში და რამდენი რამ აღასრულა, არადა, როგორი იყო. სიფრიფანა. სიფრიფანა და რამდენი რამ შეძლო, არმაზის კერპი დაამსხვრია.

ღმერთმა გადაარჩინა ის, იმიტომ რომ ლოცულობდა და ლოცვით აკეთებდა საქმეს. ბედნიერები ვართ იმით, რომ დედაღვთისა გვიფარავს, რომ წმ. ნინო არის ჩვენი დიდი დედა.

იმით ვართ ბედნიერები კიდე, რომ გვყავდა თამარ მეფე. წმ. წამებული ქეთევან დედოფალი და ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ რატომ არის ქალი ასე აღმატებული.

მართლა ხომ არ შეიძლება დადგე კაცი და მაგათ შეედარო. რომელ კაცს ძალუძს მაგის გაკეთება.

ამიტომ ყოველთვის გამიხარდება რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმ. ნინოს, თამარ მეფეს, წმ. დედოფალს შუშანიკს, წმინდა დედოფალს წმ ქეთევან წამებულს, რომელმაც ევროპაზე რამოდენა გავლენა იქონია, რომ სარწმუნოება ქრისტიანობა შერჩენოდათ.

ძალიან გთხოვთ, ქალებს, რომ მოიქცეთ ისე, როგორც ქალბატონებს შეგშვენით.

არ გვინდა თავის გამოჩენა რაღაც სკანდალებით, რაღაც რაღაცეებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ, უფლის ხატება და მსგავსება, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს , ანუ ღვთისმშობელი.

სხვას არ მივბაძოთ და ცუდი მაგალითები არ ავიღოთ, ჟანა დარკობა არ გვინდა. არავის არ სჭირდება ჟანა დარკობა, სადაც საჭიროა თავის შეკვლა ჩვენ, კაცები  შევაკლავთ. ქᲐლები რითიც ლამაზები ხართ, თქვენი გონიერებით, თქვენი შვილების კარგად აღზრდით, ოჯახების შენახვით, ტრადიციების შენახვით, იმიტომ რომ ძალიან დიდები ხართ და ასე დიდები იყავით.

ვინც ადამიანივით არ იქცევა იმათაც ვთხოვ, რომ შეხედოს რა უფრო მოსაწონია, სკანდალი, თუ წესიერი ქმედება.

წესიერი ქმედებით ქალი განსკუთრებულად ფასდებოდა საქართველოში. ქრისტიანობამდეც, მითუმეტეს, ახლა სირცხვილი არაა ქალის მოვლა უცხოელმა გვასწავლოს ? ვინ უნდა გვასწავლოს, ჩვენზე დიდი კულტურა, რომელ ერს აქვს მითხარით.

ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა ქალბატონს,  თქვენში არის დედობა, პირველ რიგში, დედებად იწოდებით და იყავით ისეთები, რომ უხაროდეთ უცხოსაც თქვენი ნახვა და თქვენი დანახვა.

ძალიან გთხოვთ ყველას, იმიტომ რომ ვიცი რასაც ვლაპარაკობ, ზოგი ისე იქცევა ადამიანს არა ჰგავს, ადამიანის ფორმაში გამოწყობილს უფრო ჰგავს, ვიდრე ვიდრე ადამიანს.

კიდე მინდა ერთ რამეს შევეხო, იქნებ, დაᲤიქრდეთ ეკლესიაზე, ჭკვიანი ხალხი ხართ, მაგრამ ჭკვიანი არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც გონიერი ხარ. ჭკუა სხვა რამეა და გონიერება აბსოლიტურად სხვა.

ამიტომ ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ ,,კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას”. ვერ მოერევიან!

მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. რომლებიც იძახიან ეკლესიაზე რუსული, რუსული, რუსული .

გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას იძახის , მათზე ეროვნული მოძრაობის მართლაც პატრიოტი წევრები რას იძახდნენ.  ვინ იყვნენ და რა იყვნენ ყველას კარგად გვახსოვს.

ძალიან Გთხოვთ გაანებეთ ამ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრბალოდ , დამარცხდებით, მუქარის გარეშე, იმიტომ რომ არაფერზე არ დგახართ. არც სარწმუნოება არა გაქვთ, არც მრწამსი არ გაქვთ, ჩვენთან თუ რამე ცუდია თვითონ გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ.

არჩევნების წელია და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ აბსოლიტურად ყველამ.

უნდა შევხედოთ რა ხდება, თითქოს ადამიანისათვის მხოლოდ ორი რამე იყოს საჭირო: სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.

რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლებაც და სიტყვის თავისუფლებაც. შეხედეთ, აი ვის იცავენ ამით.

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება,  საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ან ეკლესიას აგინებს, მაშინ ახსენდებათ, შე დალოცვილო სხვა რამე გაიხსენე ერთად უნდა ვიცხოვროთ, სხვა რამეც ხომ არის,  ხომ არის სიყვარული, თუ ერთმანეთᲘ გვეყვარება ასე ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს.

ერთი პატარა ქვეყანა გვაქვს, ჩვენთან არ არის თორემ, ევროპის კონტინენტზე, თუ ახლო აღმოსავლეთში, რა ხდება, ხო. შევინარჩუნოთ ეს სიმშვიდე, შევინარჩუნოთ ყველამ, აბსოლიტურად.

რას გვასწავლის ქრისტე, რას გვეუბნება, მოციქულებსაც ეუბნება, ,,ეყვარებოდეთ ურთიერთარსს”, ისე შეიყვარეთო ადამიანები, რომ შეგხედავენ მართლა დაიჯერებენ და მათაც შეუყვარდებით თქვენცო და ერთმანეთიც შეუყვარდებათო.

რამდენი ვართ ქართველი, ვიღაცას, რაღაცა რომ ეტკინოს, ვიღაცის ნათესავი, ან ახლობელი გმოვა და ვინმეს ვინმეს ცუდი, ხომ არ გვინდა.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ იმათ, ეკლესიასთან ცოტა ჭკვიანად იყავით და ჭკვიან ხალხს ვეუბნები, ცოტა გონივრულად იყავით, იმიტომ რომ არ გვინდა. ჩვენ წყნარად ვართ, მაგრამ გამოწვევა თუ იქნება მივიღებთ და ვნახოთ აბა , ვინ უშველით მერე.

ჩვენთან ღმერთია და იმათთან ვინ იქნება, ნახონ, ვისი აჯობებს ისიც ვნახოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღავსოთ.

ჩვენს უწმინდესს ვულოცავთ ამ წმინდა დღეს, ჩვენს წმ. სინოდს.ახლა ბოდბეში ვართ და აბა შეხედეთ, ქალები ვის უნდა ბაძავდეთ, რა იყო აქ 30 წლის, 35 წლის წინ და შეხედეთ დედა თეოდორამ და დედებმა რად აქციეს აქაურობა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან რომ ჩამოვა ადამიანი, ყოველთვის აღნიშნავენ რომ უდიდესი კულტურის ერი ვართ, როგორი კატორღული შრომით შრომობენ, არ მიუტოვებიათ და არ გაქცეულან აქედან.

რა სილამაზე შექმნეს, როგორი სულიერი სავანეა. დედა თეოდორას ვულოცავ, დედებს ვულოცავ ყველას, ვისაც რამე წვლილი აქვს შეტანილი ამ მონასტერში, აბსოლიტურად ყველას გილოცავთ…

ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ქალბატონ პრეზიდენტს ვულოცავ, ყველას გილოცავთ, ვინც აქ ბრძანდებით, გაიხარეთ და წარმატებულები ყოფილიყავით ქრისტეს სიყვარულში, ერთმანეთის სიყვარულში და საქართველოს სიყვარულში”.-განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ხელისუფლებას, საპატრიარქოს, სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიმართავენ

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 7, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

"მოგესალმებით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ. მუშაობაში სხვებთან იდეების გაზიარება სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ფულის ხარჯვა აკონტროლეთ და წონასწორობის შესანარჩუნებლად მედიტაცია სცადეთ. კურო სიყვარულსა და ურთიერთობებში სიმშვიდე იგრძნობა. გაუფრთხილდით არასასურველ ხარჯებს და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა თქვა
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
7 აპრილს ხარებაა – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
მთავარი

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლი ოცნება“ ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისში 7 აპრილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამ მისამართებზე შუქი გაითიშება:   13:45 საათიდან  15:30...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცემის მიზანია ფართო...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
“საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები”- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"