2024 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოში, პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ფრენები ამჟამად გუდაურში მიმდინარეობს და მალე პარაპლანით ფრენა შესაძლებელი იქნება როგორც ბაკურიანსა და ანანურში, ისე თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესტიაში და აგრეთვე კახეთში.
„ბაკურიანსა და ანანურში ფრენები მარტამდე აუცილებლად დაიწყება. მარტის მერე რამდენიმე ადგილი უნდა დაემატოს – კახეთი, მესტია და თბილისის მიმდებარე ტრიტორია. კახეთში საუბარია რამდენიმე წერტილზე, მესტიაში ალბათ, ერთი იქნება, ან ორი. ეს ცვლილებების საკითხია, რომელზე დასკვნაც მარტის ბოლოს იქნება“, – ამბობს ირაკლი კაპანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა იმ პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს პარაპლანით ფრენების უფლებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დღეს გვყავს 91 ლიცენზირებული მფრინავი, აქედან დაახლოებით 10 არის უცხოელი, 15 არის სოლო მფრინავი, დანარჩენი არის კომერციულად მფრინავი. ფრენების აკრძალვამდე 110 კომერციულად მომუშავე მფრინავი იყო.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიის შემდეგ, განაგრძეთ კითხვა










