20 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, აინ ალ-ასადზე, იერიში მიიტანეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით ავიაბაზის მიმართულებით ირანის მხარდაჭერილმა ტერორისტებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.
როგორც Reuters-ს ამერიკელმა თანამდებობის პირმა ანონიმურად უთხრა, თავდასხმის შედეგად აშშ-ის სამხედრო პერსონალმა მცირე დაზიანებები მიიღო. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი პერსონალის ნაწილი ტვინის ტრავმატული დაზიანებებზე სამედიცინო შემოწმებას გადის. გარდა ამისა, ერაყის უსაფრთხოების სამსახურის, სულ მცირე, ერთი თანამშრომელი დაშავდა.
ცენტრალური სარდლობა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, ხოლო ზოგი სამიზნეს მოხვდა. ამჟამად დაზიანებების დონის შეფასება მიმდინარეობს.
ღაზაში ისრაელსა და ირანის მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფს, ჰამასს, შორის ომის დაწყებიდან დღემდე პროირანულმა დაჯგუფებებმა აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე ერაყში, სულ მცირე, 58-ჯერ, ხოლო სირიაში 83-ჯერ მიიტანეს იერიში
თავდასხმამდე, Reuters-ის ინფორმაციით, 20 იანვარს ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წარმომადგენელი ემსხვერპლა.










