19 იანვარს, ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
გიორგი ტუხაშვილი, მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი 2022 წელს გახდა. კომპანია სამ ქვეყანაში: საქართველოში, ფილიპინებსა და ინდოეთში ოპერირებს და ამ დროისთვის მას რამდენიმე ათეული ათასი მომხმარებელი ჰყავს.
მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში.










