ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა -შემთხვევა სავარაუდოდ სრიალის დროს მოხდა, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, მას ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული და დაღუპული სრიალისას ერთმანეთს შეეჯახნენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.










