გადასახადების გადამხდელებს პარკინგის მოწყობა გაუძვირდათ, ნაცვლად სამი თვისა 8 თვე მიმდინარეობს სამუშაოები – “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ახალი ავტოსადგომის მშენებლობის ვადების გაჭიანურებასა და ფასის ზრდას გაზრდას აპროტესტებს.
ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პროექტის დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, ავტოსადგომის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის.
ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სახეზეა კორუფციისა და გულგრილობის ნიშნები. ის ასევე აეროპორტსა და ქუთაისის შორის დამაკავშირებელი გზის მოწყობასა და მუნიცპალური ტრანსპორტის საკითხის გადაჭრის მოგვარებას ითხოვს.
მათივე ცნობით, თვის ბოლომდე დასრულდება ტერიტორიის განათების სისტემაც.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.










