2024 წლის 17 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუს შევხვდით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს.
ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს.
ვისაუბრეთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.
აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია.
რიჩარდ ნეფიუს თქმით აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტურად განხორციელების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოდგილე ანა კალანდაძე; ბიუროს ბიუროს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბაღდავაძე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორი თამარ ნასარიძე.